ანონსები უკან

საჯარო ლექცია: თავისუფალი ეკონომიკური ზონა ბათუმში 1878-1886

2 ივნისი 2025

2025 წლის 2 ივნისს, 14:00 საათზე, ბნსუ-ს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდება საჯარო ლექცია, თემაზე "თავისუფალი ეკონომიკური ზონა ბათუმში 1878-1886"

ლექციის ფარგლებში, დამსწრეები გაეცნობიან 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგებს საქართველოსთვის, აჭარის დაბრუნების პროცესს და ბათუმის პორტო-ფრანკოს სტატუსს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება ნავსადგურის როლზე, როგორც ბათუმის ქალაქწარმომქმნელ ფაქტორზე.

ლექციას ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის წარმომადგენელი ჩაატარებს.