საჯარო ლექცია: 1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან
2026 წლის 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“.
ლექციის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობას, ამ პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ განვითარებაზე მის გავლენას.
საჯარო ლექციას გაუძღვებიან ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის თანამშრომლები:
ოთარ გოგოლიშვილი — ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი;
მაყვალა გოგუა — ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელი
შეხვედრის ადგილი: ბნუ-ს ბიბლიოთეკა, III სართული
