წიგნის პრეზენტაცია: "საქართველო საზღვაო ქვეყანა"
19 აპრილი 2024
29 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მერაბ ადეიშვილის წიგნის „საქართველო საზღვაო ქვეყანა“ პრეზენტაცია გაიმართება.
„საქართველო საზღვაო ქვეყანაა - ეს აზრი უპირველეს ყოვლისა არის კავშირი სხვა სამყაროსთან, ევროპასთან, ახალ ადამიანებთან, ისევე როგორც წარსულში, სწორედ ამ სტატუსით ვუმკლავდებოდით და დღესაც ვიბრძვით ჩვენი რეგიონის პრობლემების დასაძლევად. ზღვა ყოველთვის იყო და დარჩება საქართველოს ევროპულობის ერთ-ერთ გარანტად“ ვკითხულობთ წიგნში, რომელიც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, აღწერს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს, მის წარსულსა და სამომავლო პერსპექტივას.
წიგნის პრეზენტაციას თავად ბატონი მერაბ ადეიშვილი ეწვევა. დამსწრეებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ავტორისგან მოისმინონ წიგნის შესახებ და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.
პრეზენტაცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება.
გელოდებით!
