IAMU 22-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეის გაიხსნა
2022 წლის 19 ოქტომბერს ბათუმში, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების (IAMU) 22-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ღონისძიებაზე წასდგა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.
საერთაშორისო ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და მისი ორგანიზატორი ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემიაა.
ღონისძიებაზე სტუმრებსა და დელეგატებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.
საზღვაო განათლებისა და წვრთნაში ინოვაციების წახალისება, საზღვაო უსაფრთხოება, ქალების როლის გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა კონფერენციაში მონაწილე საზღვაო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა საზღვაო სფეროს მიღწევები განიხილეს, ასევე დასახეს სამომავლო ტენდენციები საზღვაო განათლების, მეზღვაურთა გადამზადებისა და კვლევით სფეროში.
პლენარული სესიის განმავლობაში ბნსუ-ს რექტორს პარმენ ხვედელიძეს და რექტორის მეორე მოადგილეს გიორგი გაბედავას გადაეცათ მადლობის სერტიფიკატები IAMU-ს კვლევითი პროექტების შეფასების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
წელს ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. ფორუმზე მოწვეულნი არიან ორგანიზაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები.
IAMU მსოფლიოში 36 ქვეყნის 68 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს. მისი საპატიო წევრები არიან მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU) და ნიპონის ფონდი.
