სიახლეები უკან

EMSA ექსპერტების საინსპექციო აუდიტი

11 მაისი 2022
2022 წლის 10-11 მაისს, ბათუმის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრმა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ექსპერტების საინსპექციო აუდიტს უმასპინძლა.   აუდიტს ევროპის საზღვაო უსაფრთხეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად საზღვაო ტანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.   ბნსუ-ში ბოლო თვეების განმავლობაში აუდიტისთვის ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.   გახსნით შეხვედრაზე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი გაბედავამ წარადგინა პრეზენტაცია და ისაუბრა ბნსუ-ს ძირითად მიღწევებზე, ინტერნაციონალიზაციაზე, უნივერსიტეტის ავტორიზაციაზე, პროგრამების აკრედიტაციაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე. ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიმართულებებზე.   ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) აუდიტის ფარგლებში ბოლო 8 წლის განმავლობაში მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით გატარებული რეფორმები და განხორციელებული პროექტები შეფასდა.