მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 25.06.2020

2020 წლის 25 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა დაგეგმა.
"მეზღვაურთა დღე 2020 - პანდემიის გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“- ონლაინ-შეხვედრის მონაწილეებმა საზღვაო სფეროში კოვიდ 19-ით გამოწვეულ მდგომარეობასა და შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე, მისასალმებელი მოხსენებით წარსდგა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე ქვეყნის პორტების, საზღვაო უსდ-ების, საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებმა, მოქმედმა მეზღვაურებმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა (დაწვრილებითი ინფორმაცია მონაწილეებისა და მოხსენებების შესახებ იხილეთ შეხვედრის პროგრამაში)
2020 წლის მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მრგვალი მაგიდა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა დაგეგმა.
გარდა მრგვალი მაგიდისა, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, სიმბოლურად, წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. ბნსუ-ს ბენდმა "SILVER DROPS" შეასრულა ჰიმნი.
პროფესიული დღე კოლეგებს მიულოცეს შორეულ ნაოსნობაში მყოფმა მეზღვაურებმა.
25 ივნისს მეზღვაუთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება. წელს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, პანდემიის გამო, ონლაინ-რეჟიმში აღინიშნება.
წლევანდელი ღონისძიებების სლოგანია: "მეზღვაური - საკვანძო პროფესია".
ღონისძიებების შესახებ მომზადებული სატელევიზიო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

