სტუდენტური კონფერენცია 2018

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში
მონაწილეობის მისაღებად
საქართველო, ბათუმი, მახინჯაური.
19 მაისი, 2018 წელი
სექციები:
v საზღვაოსნო მეცნიერებები;
v ლოგისტიკა;
v ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
v ბიზნესის ადმინისტრირება;
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
ლალი ხვედელიძე, ბნსუ-ს კანცლერი;
ქეთევან გოლეთიანი , ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
ეკატერინე მუსხაჯბა, ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი;
ნინო ბერიძე , ბნსუ-ს ლოგისტიკის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გამგე, ასოც. პროფესორი;
ნაირა ტაბიძე , ბნსუ-ს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის გამგე, პროფესორი;
ვახტანგ თავბერიძე, ბნსუ-ს ნავიგაციის კათედრის გამგე, პროფესორი;
როლანდ რიჩკოვი, ბნსუ-ს მექანიკის კათედრის გამგე, პროფესორი;
ლევან ვარადაშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე;
მიხეილ არველაძე, ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის მაგისტრი;
რეზო კალაჯიშვილი, სტუდენტი;
თორნიკე წერეთელი, სტუდენტი;
სამეცნიერო საბჭო:
პარმენ ხვედელიძე, ბნსუ-ს რექტორი, პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარე;
ნათია მიქელთაძე, ბნსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი;
ბადრი გეჩბაია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი;
თენგიზ აფხაზავა, ბნსუ-ს პროფესორი;
ელიტა ხვედელიძე, ბნსუ-ს ასოც. პროფესორი.
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისსტუდენტებს;
- სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
- ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
- თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
- შრიფტი ქართული ვერსიისათვის - Sylfaen; რუსული და ინგლისური - Sylfaen;
- ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12;
- ინტერვალი - 1,5;
- გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
მნიშვნელოვანი თარიღები:
2018 წლის 13 აპრილი - კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
2018 წლის 20 აპრილი - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
2018 წლის 3 მაისი - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
2018 წლის 19 მაისი, 11 საათი - კონფერენციის გახსნა.
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
- კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება, ხოლო კონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს დაურიგდება სერთიფიკატი;
- მონწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;
- სხვა წალაქებიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული სტუდენტების დაბინავებას უზრუბნელყოფს ბნსუ;
- სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: stud.conference@bntu.edu.ge;
- დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ მისამართზე: stud.conference@bntu.edu.ge
