სიახლეები უკან

2021 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო

22 ნოემბერი 2021

259334478_5273871375962654_6584392080796677860_n.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა ,,გემბანის რიგითი მეზღვაური“ 2021 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. პროგრამამ წლის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის ნომინაციაში გაიმარჯვა.

დაჯილდოვების ცერემონიალს ბნსუ-დან ესწრებოდნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კანცლერი ლალი ხვედელიძე და პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მზევინარ ძირკვაძე.

2021 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები მიმდინარე წლის 19 ნოემბერს  გამოვლინდნენ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ:

-         წლის პროფესიული განათლების სტუდენტი;

-         წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი;

-         წლის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა;

-         წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა;

-         წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით.

კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ბოლო ორი წელია, კონკურსზე სპეციალურ პრიზს აწესებს ისრაელის საელჩო საქართველოში. კონკურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის საელჩოების, დიპლომატიური კორპუსის, ათასწლეულის ფონდის ხელმძღვანელები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროს და ინდუსტრიის წარმომადგენლები.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა თბილისის ბიგ ბენდმა და მისმა სოლისტმა მაია ბარათაშვილმა.