სიახლეები უკან

2026-2027 სასწავლო წლისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების, აპლიკანტთა შერჩევისა და ჩარიცხვის განრიგი

28 მაისი 2026

2026-2027 სასწავლო წლისათვის ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების, აპლიკანტთა შერჩევისა და ჩარიცხვის პროცესის ორგანიზების განრიგი:

  • აპლიკანტთა შეფასება: 04.06.2026 (ელექტროობა) - 05.06.2026 (ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა)
  • აპლიკანტთა ინფორმირება შეფასების შედეგების თაობაზე: 09.06.2026
  • შეფასებაზე არგამოცხადების შემთხ­ვევ­აში აპლიკანტთა განმეორებითი შეფა­სების თაობაზე განცხადებების მიღების დასრულება: 10.06.2026
  • შეფასებაზე არგამოცხადების შემთხ­ვევ­აში აპლიკანტთა განმეორებითი შეფასება: 12.06.2026
  • შეფასებაზე არგამოცხადების შემთ­ხვევ­აში აპლიკანტთა განმეორებითი შედ­ეგების თაობაზე ინფორმირება: 16.06.2026
  • აპლიკანტთა შეფასების შედეგების აპე­ლა­ციის განაცხადების მიღების დასრულება: 17.06.2026
  • შეფასებაზე არგამოცხადების შემთ­ხვ­ევაში აპლიკანტთა განმეორებითი შედე­გების აპელაციის განაცხადების მიღების დასრულება: 17.06.2026
  • აპლიკანტთა შერჩევის შედეგებისა და რე­ი­ტინგული ქულების ასახვა პოფე­სიულ­ი განათლების მართვის საინფ­ორმაციო სისტემაში: 22.06.2026
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგ­რამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების დასრულება: 02.07.2026-13.07.2026
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგ­რამაზე ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის ასახვის დასრულება პროფესიული განა­თლების მართვის საინფორმაციო სისტემაში: 15.07.2026

აპლიკანტთა შეფასება განხორციელდება მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადება ბნუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • დოკუმენტი განათლების შესახებ-ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი;
  • დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
  • ჯანმრთელობის ცნობა ,,ფორმა 100" (მისამართი - ზ. გორგილაძის ქუჩა №91. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ,,საგიტარიუსი");
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 3 ცალი ქსეროასლი;
  • 4 ცალი ფოტოსურათი ¾ ფორმატის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
  • საბუთი სამხედრო მიწერის შესახებ არსებობის შემთხვევაში.
  • საბუთები მიღება 10.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)