სიახლეები უკან

BSAMI-ის ყოველწლური გენერალური ანსამბლეა 10.02.2021

10 თებერვალი 2021

148375943_4318752338135320_1222633778206792988_o.png

? 2021 წლის 10 თებერვალს გაიმართა შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (BSAMI) ყოველწლიური ასამბლეა. ასამბლეა ასოციაციის თავმჯდომარემ, პირი რეისის უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ორალ ერდოღანმა გახსნა. ? ასამბლეის ფარგლებში წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა შეაჯამეს გასული წელი და პანდემიით შექმნილი გამოწვევები და სირთულეები. ? შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს COVID19-თან წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა და პროგრესი ამ მიმართულებით. ? მონაწილეებმა დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება ასოციაციასთან ერთად. ? ასევე, ასამბლეის ფარგლებში წევრი უნივერსიტეტების მხრიდან მოხდა ახალი კვლევითი პროექტების იდეების წარდგენა და განხილვა. ? ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთოების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადეობას წარუდგინა უნივერსიტეტში შემუშავებული კვლევითი პროექტის იდეა. იდეამ დაიმსახურა მოწონება, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა და დაფინანსების წყაროს მოძიება. ? ასამბლეას ასოციაციის წევრ უნივერსიტეტებთან ერთად ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი პარმენ ხვედელიძე; ბნსუ-ს კანცლერი ქალბატონი ლალი ხვედელიძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქალბატონი ნათია მიქელთაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ბატონი გიორგი გაბედავა. ? ასამბლეას ჯამში რეგიონის ექვსი ქვეყნის ათი საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა. ? აღნიშნული ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაცია (BSAMI) უწევს.