აკადემიური და მოწვეული პერსონალის თანაფარდობის ანალიზზე ორიენტირებული სამუშაო შეხვედრა
22 მაისი 2025
2025 წლის 22 მასისს, ბნუ-ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალის თანაფარდობის სისტემური ანალიზის მიზნით.
შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა 2024–2025 წლების სტატისტიკური მონაცემები, პერსონალის რაოდენობრივი ცვლილებების დინამიკა და პროგრამების მიხედვით თანაფარდობის მაჩვენებლები. ანალიზი დაეფუძნა რეესტრის ოფიციალურ მონაცემებს. მიღებული შედეგები გამოყენებულ იქნა პერსონალის პოლიტიკის გადახედვის პროცესში.
აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევისთვის დაბალანსებული აკადემიური გარემოს ჩამოყალიბებას.
