აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს ფუნქციონირების შესახებ შეხვედრა აკადემიური პერსონალისთვის
2025 წლის 7 აპრილს, ბნსუ-ში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც მიეძღვნა აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების ფუნქციონირების წესებს.
შეხვედრაზე განიხილეს საბჭოების კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა და დუბლირების რისკების აღმოფხვრა. ყურადღება გამახვილდა საბჭოების წევრთა არჩევის გამჭვირვალე და საჯარო პროცედურებზე. მონაწილეებს გაეცნოთ საბჭოს წევრების უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობის სფეროები. ცალკე განიმარტა ინტერესთა კონფლიქტის საკითხები და შესაბამისი შეზღუდვები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრამ ხელი შეუწყო აკადემიური პერსონალის ინფორმირებულობის გაზრდას და მართვის პროცესების უკეთ გააზრებას.
