სიახლეები უკან

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

11 სექტემბერი 2026

იმ აპლიკანტთათვის, რომლებმაც 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, 2026-2027 სასწავლო წლისათვის ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით 2026 წლის 11 სექტემბრიდან 2026 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს). არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში განცხადებას ავსებს მისი კანონიერი წარმომადგენელი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი); არასრულწლოვანი ან მეურვეობის საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანონიერი წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას (მათ შორის არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, სხვა);
  • ­4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) ვაჟების შემთხვევაში;
  • ­პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, სრული ან საბაზო ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების სრული ან საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე, ან/და წინა დონის არსებობის შემთხვევაში - პროფესიული დიპლომი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
  • ­სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • ­პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროფესიულ პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • ­ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც დადგენილი წესით გასცემს სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება (ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე www.mta.gov.ge ). საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტების (International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978/95, as amended in 2010) შესაბამისად, საზღვაო სფეროს პროგრამის შემთხვევაში, საჭიროა ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობა, რაც აუცილებელია პროგრამის სპეციფიკური კომპონენტების შესწავლისა და დაგეგმილი სწავლის შედეგის მიღწევისთვის.

დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ მატერიალურად ბნუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: ქ. ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი, №38.

სამუშაო საათები: 10.00-17.00 სთ.