აპლიკანტთა საყურადღებოდ!
5 ოქტომბერი 2026
აპლიკანტებმა, რომლებმაც 2026 წელს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ, 2026-2027 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, 2026 წლის 18 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაციის ნუსხა:
- სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების ჩაბარების დროს). არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში განცხადებას ავსებს მისი კანონიერი წარმომადგენელი;
- სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების ჩაბარების დროს). არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში განცხადებას ავსებს მისი კანონიერი წარმომადგენელი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი); არასრულწლოვანი ან მეურვეობის საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანონიერი წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას (მათ შორის არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, სხვა);
- 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) ვაჟების შემთხვევაში;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, სრული ან საბაზო ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) ან განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების სრული ან საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე, ან/და წინა დონის არსებობის შემთხვევაში - პროფესიული დიპლომი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც დადგენილი წესით გასცემს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სამედიცინო დაწესებულება (ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე mta.gov.ge); საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტების (International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers, 1978/95, as amended in 2010) შესაბამისად, საზღვაო სფეროს პროგრამის შემთხვევაში, საჭიროა ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობა, რაც აუცილებელია პროგრამის სპეციფიკური კომპონენტების შესწავლისა და დაგეგმილი სწავლის შედეგის მიღწევისთვის (მხოლოდ საზღვაო მიმართულების პროგრამისთვის);
- სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში -განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
- პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროფესიულ პროგრამაზე - უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ მატერიალურად ბნუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: ქ. ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი, №38.
სამუშაო საათები: 10.00-17.00 სთ.
