Asia Maritime & Fisheries Universities Forum-ის 23-ე ფორუმი
2025 წლის 22 ოქტომბერს, ბნუ-ს პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო Asia Maritime & Fisheries Universities Forum-ის 23-ე საერთაშორისო ფორუმში.
ფორუმის ფარგლებში პროფესორმა წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი „Using AI to Enhance the Efficiency of Maritime Port Operations“, რომელიც მომზადდა ბნუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „სატრანსპორტო ლოგისტიკა“ სტუდენტ, გიორგი მგელაძესთან თანამშრომლობით.
ნაშრომი განხორციელდა ბნუ-ს შიდა საგრანტო მიზნობრივი კვლევითი პროექტის — „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საზღვაო გადაზიდვებში: ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაზრდა“ — ფარგლებში და დაფინანსებულია ბნუ-ს მიერ.
Asia Maritime & Fisheries Universities Forum (AMFUF) წარმოადგენს აზიის წამყვან საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების ერთიან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს კვლევით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას საზღვაო განათლების, ტექნოლოგიებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 33 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
