სიახლეები უკან

ბნსუ-ს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

5 ნოემბერი 2024

ბნსუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. მენეჯმენტი
  • ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
  1. საზღვაო მეცნიერებები
  • პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი (პროფესიული ნიშნით);
  1. საზღვაო ინჟინერია
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
  1. სასწავლო კურსი: აკადემიური წერა
  • ასისტენტ-პროფესორი - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით);
  1. მიმართულება: სამართალი
  • ასისტენტი - 1 (ერთი) ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

 

აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბებისათვის საკონკურსო მოთხოვნები

აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:

  • პროფესორის თანამდებობაზე - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ასისტენტის შემთხვევაში - საქართველოს ან უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დოქტორანტობა;

პრო­ფე­სი­უ­­ლი ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არ­ჩე­ვის შემთხვევაში:

  • ასისტენტ პროფესორი - უმაღლესი განათლება, შესაბამის დარგში: პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები.

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა (პროფესორი; ასისტენტი)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
    ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
  • სასწავლო კურსები, სილაბუსები, ბოლო 5 წლის განმავლობაში/პერიოდში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებს/პუბლიკაციების ნუსხა.
  • კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ (საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს არ აქვს ჩამორთმეული საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
  • წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილ იქნას:

  • აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - დოქტორის აკა­დე­მიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხა­რი­ს­ხის და მოთხოვნილი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენ­ტები;
  • პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას: მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, პედაგოგიური (პროფესორის, ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ასისტენტის შემთხვევაში:

აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას, უსდ-ს მიერ გაცემული ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (სადოქტორო პროგრამის დასახელების, ჩარიცხვის თარიღის, სტუდენტის სტატუსის, პროგრამის სწავლის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის მითითებით);

 

კონკურსის ვადები

  • კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება: 05.11.2024;
  • საკონკურსო საბუთების მიღება: 09.12.2024 – 11.12.2024;
  • კონკურსის პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა - 12.12.2024 - 13.12.2024;
  • კონკურსის მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - 16.12.2024-18.12.2024 (გასაუბრების ზუსტი დრო და თარიღი კონკურსანტს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება);
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 19.12.2024;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მი­ღე­ბა): 20.12.2024;
  • საპრეტენზიო განაცხადების განხილვა - 23.12.2024 – 24.12.2024;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 26 დეკემბრისა (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნსუ - ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: არაუგვიანეს 27.12.2024.

კონკურსში გამარჯვებული პირები აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნებიან: პროფესორი - 5 წლის ვადით, ასოცირებული პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორი - 4 წლის ვადით, ასისტენტი - 4 წლის ვადით;

საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდება მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამო­ნა­ბეჭ­დი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელექტრონული ფორ­მით (ბნსუ-ს ელ.ფოსტაზე: hr@bntu.edu.ge).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ბნსუ-ს ადამიანური რესურსების სამსახურს  ტელ. +995 599 53 22 01; ელ. ფოსტა: hr@bntu.edu.ge