სიახლეები უკან

ბნსუ-ს სტუდენტების საგმირო საქმე 25.04.2020

26 აპრილი 2020

 

93118939_960707784384859_7722201467058126848_n.jpg

 

გიორგი თუშმალიშვილი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 30 წლის ქართველი მეზღვაური შორეული ნაოსნობის მესამე რანგის კაპიტანია. იგი ერთ-ერთი იმათ შორის, ვისი სახელ-გვარიც საგმირო საქმეში ჩაიწერება. მან, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და სხვა მეზღვაურებთან ერთად, 8 აპრილს, ხმელთაშუა ზღვაში, ცეცხლმოკიდებული გემიდან ეკიპაჟის წევრების უვნებლად გამოყვანა შეძლო.

სამაშველო ოპერაცია ხომალდ „ბელატრიქსზე“ ჩატარდა. ქართველმა მეზღვაურებმა, ეკიპაჟის უკლებლივ ყველა წევრი თავიანთ გემზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიდზე  გადაიყვანეს. „არიფეზე“ (ARIFE) საქართველოს ექვსი მოქალაქეა დასაქმებული. მათ შორის არიან ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ელგუჯა ნიგალიძე,არჩილ ბოლქვაძე, აჩიკო ცინცაძე, ზებურ დიასამიძე, მამუკა დოლიძე.

გადარჩენილ მეზღვაურებს შორის იყვნენ რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს უცხოელი კოლეგები, რომლებიც ახლა მათივე დამსახურებით, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბიჭებს გამოჩენილი სიმამაცისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ საქმიანობაში!

ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ 

ფაქტი გააშუქეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა