სიახლეები უკან

ბნსუ საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია

18 სექტემბერი 2019
 

leqtwevras.jpg

2019 წლის 17 სექტემბრიდან ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Maritime Lectures Association – IMLA) წევრია. საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაცია (International Maritime Lectures Association – IMLA) დაარსდა 1977 წელს, როდესაც ბრიტანეთში, პირველად მოეწყო ტრენინგ-კურსი საზღვაო ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის სხვადასხვა ქვეყნიდან. საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაცია არის დამოუკიდებელი ასოციაცია, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება საზღვაო განათლებასა და წვრთნასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ბაზარზე საზღვაო დარგის პროფესიონალთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და იდეების გაცვლში. IMLA-ს ქოლგის ქვეშ მუშაობს სამი ქვე-კომიტეტი:

 1. ნავიგაციის სიმულატორების ლექტორთა საერთაშორისო კონფერენციის ქვე-კომიტეტი (INSLC) - (Sub-Committee on the International Navigation Simulator Lecturers Conference (INSLC));

2. სამანქანე განყოფილების ტრენაჟორების საერთაშორისო კონფერენციის ქვე-კომიტეტი (ICERS) – (Sub-Committee on the International Conference on Engine Room Simulators (ICERS))

3. საზღვაო ინგლისურის საერთაშორისო კონფერენციის ქვე-კომიტეტი (IMEC) – (Sub-Committee on the International Maritime English Conference (IMEC)) ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისათვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია უნივერსიტეტის ინრენაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელებისა და საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებისათვის.

 

იხილეთ ლინკი