სიახლეები უკან

ბნუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას დაესწრო

23 სექტემბერი 2026

2026 წლის 22 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა-კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი, რომლებიც საქართველოში ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩამოვიდნენ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები და განათლების სფეროს წარმომადგენლები.