სიახლეები უკან

ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორის მონოგრაფიის პრეზენტაცია

22 ივლისი 2026

2026 წლის 22 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორის, თამილა ქარცივაძის მონოგრაფიის „სოციალური მედია მარკეტინგის გამოწვევები ქართულ ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაშრომში განხილულია ქართული ციფრული ბაზრის მთავარი ტენდენციები, სოციალური მედია მარკეტინგის წინაშე არსებული გამოწვევები და ადგილობრივი ბიზნესისთვის შემუშავებული სტრატეგიული რეკომენდაციები.

პრეზენტაციას თავად ავტორი უძღვებოდა. მან დამსწრეებს გააცნო მონოგრაფიის შექმნის მიზანი, ნაშრომის ძირითადი მიგნებები და პრაქტიკული რეკომენდაციები, ასევე ისაუბრა სოციალური მედიის როლზე თანამედროვე ბიზნესის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.