სიახლეები უკან

ბნუ-ს Bernhard Schulte Shipmanagement-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

9 სექტემბერი 2026

2026 წლის 8 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს (ბნუ) საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement (BSM)-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრებს ბნუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა–კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბნუ-სა და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვაო განათლებისა და ინდუსტრიის ურთიერთკავშირის გაძლიერებას, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, საზღვაო პრაქტიკის შესაძლებლობების გაფართოებასა და დასაქმების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა თანამედროვე საზღვაო განათლებისთვის. მხარეებმა ისაუბრეს იმ ცოდნასა და პროფესიულ კომპეტენციებზე, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო შრომის ბაზარზე საზღვაო სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ასევე უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობებზე.

BSM-ის წარმომადგენლების ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბნუ-ს საერთაშორისო და ინდუსტრიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის დამატებითი პროფესიული შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.

ბნუ კვლავაც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობის განვითარებას საერთაშორისო საზღვაო კომპანიებთან და დარგის წამყვან ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, სასწავლო პროცესის ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოებასა და ბნუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საერთაშორისო საზღვაო სექტორში ინტეგრაციას.