სიახლეები უკან

ბნუ-ს სტუდენტები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ესტუმრნენ

10 ივნისი 2026

2026 წლის 10 ივნისს, ბნუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტისა და ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის საზღვაო ინდუსტრიის პრაქტიკული ასპექტების გაცნობა და თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირება. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ტვირთბრუნვისა და ლოგისტიკური ოპერაციების ორგანიზების სპეციფიკას, ნავსადგურის ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.

ასევე, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ტვირთების მიღების, დამუშავებისა და გადაზიდვის პროცესების, ნავსადგურში მოქმედი უსაფრთხოების სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ დაკვირვებოდნენ ნავსადგურის საოპერაციო პროცესებს და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

სასწავლო ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აკადემიურ სივრცესა და საზღვაო ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და მათი პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.

ბნუ მადლობას უხდის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას სტუდენტებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტის ორგანიზებისთვის.