სიახლეები უკან

ბნუ-ს სტუდენტები ზურაბ მხეიძის საჯარო ლექციას დაესწრნენ

22 მაისი 2026

2026 წლის 22 მაისს, ბნუ-ს სტუდენტები დაესწრნენ საჯარო ლექციას თემაზე: „გადაწყვეტილების მიღება და კარიერული განვითარება“, რომელსაც ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე უძღვებოდა.

აღნიშნული საჯარო ლექცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს,  აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილ დასაქმებისა და კარიერული განვითარების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. 

ლექციის განმავლობაში განხილული იყო გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა კარიერული წარმატებისთვის, კარიერული ტრაექტორიის დაგეგმვის გზები, პასუხისმგებლობის აღება და რისკების მართვა პროფესიულ საქმიანობაში, ასევე თვითგანვითარების სტრატეგიები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.

ღონისძიებამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა კარიერული განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.