სიახლეები უკან

ბნუ-ს სტუდენტების საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკა

28 მაისი 2026

ბნუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ორი სტუდენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროგრამაში “Diversity – Cadet Programme”, რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement (BSM) ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, ბნუ-ს სტუდენტები ამჟამად კვიპროსში იმყოფებიან, სადაც BSM-ის საზღვაო მომზადების ცენტრში გადიან სამთვიან საბაზისო კურსს კადეტებისთვის. სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ მომზადებას თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების შესაბამისად.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას გაივლიან BSM-ის მმართველობის ქვეშ მყოფ გემებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მიიღონ რეალური პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში და განივითარონ პრაქტიკული უნარები.

აღსანიშნავია, რომ ბნუ-სა და Bernhard Schulte Shipmanagement-ს შორის თანამშრომლობა მრავალი წელია წარმატებით ვითარდება. აღნიშნული პარტნიორობა სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გარემოში დაეუფლონ საზღვაო პროფესიას, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და ღირსეულად მოემზადონ მომავალი კარიერული გამოწვევებისთვის.

ბნუ მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული სწავლებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით.