ბნუ-ს სტუდენტი კვიპროსში საკადეტო მომზადების კურსს გადის
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანრი მელუა, ბნუ-სა და კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement (BSM)-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში მდებარე საზღვაო მომზადების ცენტრში საკადეტო მომზადების საბაზისო კურსს გაივლის.
სწავლება 2,5 თვეს გაგრძელდება და სტუდენტს დაეხმარება პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებაში, ასევე გემზე მომავალი საქმიანობისთვის მომზადებაში.
კურსის დასრულების შემდეგ ანრი მელუა ექვსთვიან საზღვაო-საცურაო პრაქტიკაზე გაემგზავრება, რომელიც საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენოს და შეიძინოს პროფესიული გამოცდილება.
აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ბნუ-ს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და მათთვის საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას.
