სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენელი BSAMI-ის სამუშაო შეხვედრაზე

21 მაისი 2026

2026 წლის 19 მაისს, ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა დაესწრო შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (BSAMI) აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრას, რომელიც გაიმართა ნიკოლა ვაფცაროვის საზღვაო აკადემიაში, ვარნაში, ბულგარეთი.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა BSAMI-ის თანამშრომლობის შეთანხმება, სადოქტორო განათლების განვითარების ჩარჩო, აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი ინიციატივები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა წევრი ინსტიტუციების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს საზღვაო განათლებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე. პროფესორმა გიორგი გაბედავამ წარადგინა პრეზენტაცია ბნუ-ს მიმდინარე საერთაშორისო, აკადემიური და ინსტიტუციური აქტივობების შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობებზე, სტუდენტურ და აკადემიურ მობილობებზე, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, ასევე საზღვაო განათლებაში თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე.

ბნუ აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო ქსელებში აქტიურ ჩართულობას და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.