სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული დღის ღონისძიებაზე

15 მაისი 2026

2026 წლის 15 მაისს, საქართველოს ეროვნული დღის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება თემაზე - „საქართველოს როლი შავი ზღვის დაბინძურების პრევენციაში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბნუ-ს რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი ელიდა ხვედელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონში საზღვაო დაბინძურების პრევენციის მიმართულებით მიმდინარე პოლიტიკა, საერთაშორისო ინიციატივები, სახელმწიფოს როლი გარემოს დაცვის პროცესში და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა საზღვაო სექტორში.

ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო საზღვაო, სამთავრობო, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული ნეთვორქინგისთვის.

ბნუ აგრძელებს საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას საზღვაო და გარემოსდაცვით სფეროებში.