სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლები საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე

7 სექტემბერი 2026

2026 წლის 7–8 სექტემბერს, ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს — GIMF 2026-ს მასპინძლობს. ღონისძიებაში ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტიდან მონაწილეობენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი, ლალი ხვედელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა.

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

GIMF 2026-ის მთავარი თემა და სლოგანია - „სადაც ზღვები და დერეფნები ხვდება ერთმანეთს“. ფორუმი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმაა, რომელიც 40-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტ დელეგატს — მთავრობების, საზღვაო და ლოგისტიკური ინდუსტრიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შუა დერეფნის შესაძლებლობებს, გლობალური სავაჭრო მარშრუტების განვითარებას, პორტებისა და რეგიონული ინტეგრაციის საკითხებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, დეკარბონიზაციას, კიბერუსაფრთხოებასა და ნაოსნობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს.

ფორუმში ბნუ-ს წარმომადგენელთა მონაწილეობა ხელს უწყობს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებას, საზღვაო განათლების სფეროში თანამედროვე ტენდენციების გაზიარებასა და უნივერსიტეტსა და საზღვაო-ლოგისტიკურ ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის განვითარებას.