სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლები WIMA Europe-ის დაფუძნების ღონისძიებაზე

25 ივნისი 2026

2026 წლის 24 ივნისს, ბნუ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ WIMA Europe (Women in Maritime Association Europe)-ის ოფიციალური დაფუძნების ღონისძიებას, რომელიც ბათუმში გაიმართა.

ღონისძიებამ თავი მოუყარა საზღვაო სფეროს პროფესიონალებს, ინდუსტრიის ლიდერებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებსაც აერთიანებთ საერთო მიზანი – უფრო ინკლუზიური, თანასწორი და ურთიერთდაკავშირებული საზღვაო სექტორის განვითარება.

გახსნის ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. WIMA Europe, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) Women in Maritime პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა, მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით საზღვაო სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ქალთა პროფესიული განვითარების, ლიდერული როლისა და ხილვადობის გაძლიერებას.

ორგანიზაცია ასევე ხელს უწყობს განათლებისა და მენტორობის პროგრამების განვითარებას, ინოვაციების მხარდაჭერასა და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.