სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლობა IMO-ს HTW 12 სესიაზე IAMU-ს დელეგატის სტატუსით

4 მარტი 2026

2026 წლის 23–27 თებერვალს, ქ. ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სათავო ოფისში, გაიმართა ადამიანის ფაქტორის, მომზადებისა და ვახტის გაწევის ქვეკომიტეტის მე-12 სესია (HTW 12).

აღნიშნულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი გაბედავას მიერ, რომელიც სესიაში მონაწილეობდა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU) ოფიციალური დელეგატის სტატუსით.

სესიამ გააერთიანა საზღვაო განათლებისა და რეგულირების სფეროს ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული  დღის წესრიგის რამდენიმე სტრატეგიულ საკითხზე. HTW 12-ის მთავარი მიმართულება იყო მეზღვაურთა მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის საერთაშორისო კონვენციის (STCW Convention, 1978) და STCW კოდექსის ყოვლისმომცველი გადახედვის პროცესის გაგრძელება. სესიის ფარგლებში ქვეკომიტეტმა დაიწყო შესაბამისი ცვლილებების პროექტების არსებითი შემუშავება, რაც ეფუძნება მანამდე იდენტიფიცირებულ რეგულაციურ ხარვეზებსა და წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ წინადადებებს.

ბნუ აგრძელებს საზღვაო განათლებისა და მომზადების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას და აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო წამყვან საზღვაო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ქსელებში.