სიახლეები უკან

ბნუ-ში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნა

24 აპრილი 2026

2026 წლის 23 აპრილს, ბნუ-ში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება ბნუ-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა და მასში სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს. აღნიშნული აქტივობა ხაზს უსვამს წიგნის, როგორც უნივერსალური ღირებულების მქონე საჩუქრის როლს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.

წიგნების გაცვლის პარალელურად, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი ემოციები და ხედვა. მათ დატოვეს ჩანაწერები თემაზე თუ რას ნიშნავს მათთვის ბიბლიოთეკა. სტუდენტების შთაბეჭდილებებში ბიბლიოთეკა არა მხოლოდ ცოდნის წყაროდ, არამედ სიმშვიდის, აღმოჩენებისა და იდეების გაზიარების სივრცედ დასახელდა.

წიგნის მსოფლიო დღე UNESCO-ს ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი კითხვის პოპულარიზაციაა.