დასკვნითი კონფერენცია
5 მაისი 2023
2023 წლის 4 მაისს პროექტის "Innovative Soft SkilLs to Maritime Education and Training" (iSOL-MET) დასკვნითი კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც BNTU-ს ასოცირებული პროფესორი, რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით - გიორგი გაბედავა და ბნსუ-ს ორი სტუდენტი თორნიკე ჟღენტი და ბუთხუზი ალასანია მონაწილეობდნენ.
iSOL-MET იყო პროექტი, დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის მიერ სექციაში KA2-თანამშრომლობა ინოვაციებისა და კარგი პრაქტიკის გაცვლისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო თანამშრომლობას ექვს ქვეყანას შორის: საფრანგეთი, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, პოლონეთი და საბერძნეთი.
iSOL-MET პროექტის საერთო მიზანია შექმნას საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისად, ადამიანური რესურსების რბილი უნარებისა და კომპეტენციების განვითარების, საქმის შესწავლის მეთოდოლოგიის შესახებ ინოვაციური საგანმანათლებლო მასალა.
ბნსუ-ს რექტორის მეორე მოადგილე გიორგი გაბედავა პროექტის "Innovative Soft SkilLs to Maritime Education and Training" (iSOL-MET) ექსპერტთა პანელის წევრი იყო.
აღნიშნული სტუდენტები 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ERASMUS+საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში რუმინეთის საზღვაო აკადემიაში იმყოფებიან და მათ მიეცათ შანსი აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის, რადგან კონფერენციის მასპინძელი კონსტანცის საზღვაო უნივერსიტეტი იყო.
