ძებნა-გადარჩენის წვრთნები

ბნსუ-ს საწვრთნელმა გემმა "ელიტამ" ძებნა-გადარჩენის წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.
სწავლება, რომლის ფარგლებში შემოწმდა ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციისას, შესაბამისი ორგანოები რამდენად კოორდინირებულად მოქმედებენ, შავ ზღვაზე ჩატარდა.
მანამდე კი ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების რიგით მე-15 კონფერენცია გაიმართა, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
წვრთნებში ჩაერთო შავი ზღვის ქვეყნების 6 გემი, 4 კატარღა, 2 ბუქსირი და 1 შვეულმფრენი.
წვრთნების მიზანია:
• ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ორგანიზება ზღვაში;
• ავარიული გემებისათვის დახმარების გაწევა;
• დაღვრილი ნავთობის შეკავება და შეგროვება ზღვაში;
• სანაპირო ზოლის დაცვა დაღვრილი ნავთობისაგან;
• ოპერაციის მართვის შტაბების (ავარიულ შემთხვევაზე რეაგირების ცენტრი - საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ნავსადგურის კაპიტანი, საქართველოს სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები და საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები) შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება.
წვრთნებს კოორდინაცია გაუწეია „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრმა.
ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
