ედგარ უსტიანის წარმატება
5 დეკემბერი 2019


ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი ედგარ უსტიანი კონტაქტურ კარატეში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
სპორტული ღონისძიება ესპანეთის, ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 12 ქვეყნის 250-მა სპორტსმენმა მიიღო. ბნსუ-ს სტუდენტი ედგარ უსტიანი აჭარის ნაკრების კიდევ 3 წევრთან ერთად ასპარეზობის ჩემპიონი გახდა.
ნახევარფინალში მას წინააღმდეგობას უნგრელი მეტოქე უწევდა.
საერთაშორისო შეჯიბრი კონტაქტურ კარატეში 23-24 ნოემბერს გაიმართა. მასში აჭარიდან სულ 9 სპორტსმენი მონაწილეობდა.
თემასთან დაკავშირებით მომზადებული სატელევიზიო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
