სიახლეები უკან

ფოტოგამოფენა: პირველი მეზღვაური ქალები აჭარიდან

28 ივნისი 2025

2025 წლის 27 ივნისს, ბნუ-ს სტუდენტები დაესწრნენ ფოტოგამოფენას ,,პირველი მეზღვაური ქალები აჭარიდან“, რომელიც აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის  მუზეუმში გაიმართა.

ფოტოგამოფენა მიეძღვნა საქართველოს საზღვაო ისტორიაში პირველ ქალ მეზღვაურებს — ნინო კალანდაძეს, ვაიდე გვარიშვილს, იულია ფაილოძეს და შუშანა თუმანიშვილს.

დამსწრეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ენახათ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის არქივში დაცული უნიკალური ფოტომასალა, კერძოდ, იშვიათი ფოტოები ბათუმის საზღვაო ტექნიკუმიდან, 1930-იანი წლების ჯგუფური პორტრეტები და სამუშაო მომენტების ამსახველი კადრები გემზე.