სიახლეები უკან

IAMU Early Career Academic Forum (ECAF 2026)

16 ივლისი 2026

2026 წლის 13–15 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა 1st IAMU Early Career Academic Forum (ECAF 2026) – "Charting a Course for the Future of Maritime Education, Training and Research", რომელშიც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმმა მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების 40 ახალგაზრდა აკადემიკოსი და მკვლევარი გააერთიანა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საზღვაო განათლების, სწავლებისა და კვლევის თანამედროვე გამოწვევების განხილვა, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და მომავალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებში გაერთიანდნენ და ინოვაციურ პროექტებზე იმუშავეს, რომელთა განხორციელება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური კვლევების განვითარებასა და უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენდა გაცნობითი შეხვედრა და სასწავლო ტური ტოკიოს საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (Tokyo University of Marine Science and Technology), სადაც ფორუმის მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, ინოვაციურ ლაბორატორიებსა და საზღვაო განათლების მიმართულებით დანერგილ უახლეს პრაქტიკებს.

ფორუმი ორგანიზებული იყო საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) მიერ და განხორციელდა The Nippon Foundation-ის მხარდაჭერით. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს საზღვაო უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციური იდეების განვითარებასა და მომავალი ლიდერების პროფესიულ ზრდას.