სიახლეები უკან

IMLA-ს 30-ე საერთაშორისო კონფერენცია

27 სექტემბერი 2025

2025 წლის 24-27 სექტემბერს, საზღვაო ლექტორების საერთაშორისო ასოციაციის რიგით 30-ე საერთაშორისო კონფერენცია (IMLA30) გაიმართა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებსა და აკადემიურ წრეს აერთიანებს.

კონფერენციას ბნუ-ს პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გაბედავა ესწრებოდა, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე – „ავტონომიური გემების გავლენა გლობალურ საზღვაო ლოგისტიკურ ქსელებზე“, სადაც გაამახვილა ყურადღება გადაზიდვების ინდუსტრიაში ავტომატიზაციის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

გიორგი გაბედავა ასევე უძღვებოდა სესიას თემაზე „საზღვაო მენეჯმენტი და ლოგისტიკა" (Maritime Management & Logistics). აღნიშნულ სესიაზე, მეცნიერებმა თურქეთიდან, უკრაინიდან და ხორვატიიდან წარმოადგინეს  კვლევები საზღვაო პორტების ურბანულ პოლიტიკასთან კავშირზე, საზღვაო გადაზიდვებში ნაღდი ფულის მართვაზე, ადრიატიკის ქვეყნების სავაჭრო ფლოტების შედარებით ანალიზზე, ლოგისტიკური პროცესების სწავლებისას CMMS სისტემის გამოყენებასა და ნაოსნობის ტურიზმის ეკონომიკურ შედეგებზე.

საზღვაო ლექტორების საერთაშორისო ასოციაცია (IMLA) წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას საზღვაო განათლებისა და კვლევის განვითარებისთვის. IMLA-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მსოფლიოს მასშტაბით.