სიახლეები უკან

კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“

24 ივნისი 2022

2022 წლის 21-23 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადამინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი ლალი ხვედელიძე დაესწრო კონფერენციას „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“.

კონფერენციის სამუშაო სესიების ფარგლებში მსჯელობა გაიმართა შემდეგ თემებზე:
- პროფესიული განათლების სფეროს მართვის ახალი მოდელი და მისი როლი უნარების ეკოსისტემის განვითარებაში;
- უნარების სისტემის ინტერნაციონალიზაცია;
- უნარების სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია;
- უნარების სისტემის კვლევა;
- კვალიფიკაციების განვითარების ახალი მოდელი;
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი ჩარჩო;
- კოლეჯების ინსტიტუციური განვითარების ხედვა;
- ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვის პროცესი;
- უნარების სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგია;

კონფერენციის დასასრულს, განხილული თემების ირგვლივ შემაჯამებელი დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა რეფორმის ეტაპზე მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს, სამომავლო ნაბიჯები განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გააზიარეს.

კონფერენცია პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.