სიახლეები უკან

მარათონი ,,რესტარტი" 11.03.2021

11 მარტი 2021

 

4_ddg.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკის და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა შანიძემ და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ინდირა ლორთქიფანიძემ მარათონ ,,რესტარტში" მიიღეს მონაწილეობა.

მარათონი მოიცავდა: 3 online შეხვედრას, 4 ვიდეო გაკვეთილსა და 19-ზე მეტ პრაქტიკულ დავალებას.

მონაწილეეობმა ისწავლეს: მიზნების სწორად დასახვა და დროის მენეჯმენტი, აიმაღლეს თავდაჯერებულობა და მიიღეს ინფორმაცია დასწავლილი უმწეობის და შინაგანი თვითმარქვიის სინდრომების ფენომენის შესახებ, ასევე მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე კარიერის მენეჯმენტის ეფექტურ მეთოდებზე, გაიგეს, თუ რა გავლენას ახდენს პერსონალური ბრენდი ადამიანის წარმატებაზე, მონაწილეებმა ვებინარებიდან მიღებული ცოდნა, ჯერ კიდევ მარათონის მიმდინარეობისას დანერგეს მათ ცხოვრებაში.

კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

მარათონი 25 მარტს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ადამიანმა მიიღო.