სიახლეები უკან

მეზღვაურის დღე 2017- საზეიმო მიღება ბნსუ-ში

5 ივლისი 2017

7T0A7935.jpg

2017 წლის 24 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული საზეიმო მიღება.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან, საქართველოს საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან, ასევე ბნსუ-ში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: საქართველოს სრულუფლებიან ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი; საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს დირექტორი, აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალი, ბატონი ფრედერიკ კეინი; მალტის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, ბატონი ლინო ვასალო; საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტუს დოქტორი, ქალბატონ ფელისიტი ატარდი; კომპანია ,,ქუინსვეის“ მფლობელი და გენერალურ მენეჯერი, ბატონი ვასილეოს ტერზისი და ამავე კომპანიის წარმომადგენლები - ბატონი კონსტანტინოს ტერზისი და ევანგელეოს კალიანოსი, ასევე, საზღვაო გაზეთ ,,დენიზ ჰაბერის“ რედაქტორი, ბატონი რეჯებ ჯამბულატი.

სტუმრებმა მიულოცეს შეკრებილთ მეზღვაურის საერთაშორისო დღე და წარმატებები უსურვეს როგორც ბათუმის ნავიგაციის სასწალო უნივერსიტეტს, ასევე, საზღვაო დარგის ყველა წარმომადგენელს საქართველოში.

საზეიმო მიღების ფარგლებში, ბნსუ-ს ადმინისტრაციამ წარმოადგინა წლის მანძილზე განხორცილებეულ მიღწევათა მოკლე ანგარიში, საზეიმოდ გადასცა დიპლომები 2016-17 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს,  ბნსუ-ს რექტორმა და კანცლერმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სტუმრებს, კონფერენციის მონაწილეებსა და წარჩინებულ თანამშრომლებს.

მიღების ოფიციალური ნაწილის შემდგომ გაიმართა საზეიმო ვახშამი. მიღება ფეიერვერკით დასრულდა.