მეზღვაურთა დღე 2022
3 ივლისი 2022
2022 წლის 2 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ქალაქის მასშტაბით, დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო და გასართობი აქტივობა დაიგეგმა:
- მოეწყო საზღვაო სასწავლებლების სტუდენტთა საზეიმო მსვლელობა;
- ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან განთავსდა საბავშვო გასართობი სივრცეები ანიმატორებით დაიდგა მუსიკალური პერფომანსები;
- სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამოიფინა ქართველი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
- განთავსდა საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელთა სივრცე, სადაც ტრადიციისამებრ, წარდგენილი იყო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
- 20:00 საათზე, ქართული ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები ახალი პროგრამით წარსდგება ბათუმელების და ქალაქის სტუმრების წინაშე.
საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 25 ივნისს, ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს დღეს, რომელიც 2011 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) მეზღვაურთა საერთაშორიო დღედ გამოაცხადა.
