მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი
2022 წლის 2 ივლისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალმა და სტუდენტებმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე გაიმართა.
მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს, საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები და წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქალაქ ბათუმის მერმა დააჯილდოვა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, უფროსი მექანიკოსი - ომარ ლომიძე.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერმა ლალი ხვედელიძემ ბნსუ-ს 5 წარჩინებულ სტუდენტს: ენრიკე ინწკირველს, ევსტატე გელაშვილს, იოანე მერაბიშვილს, ირაკლი ჭითანავას, ილია ნიქაბაძეს გადასცა სერტიფიკატები.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.
