სიახლეები უკან

მონაწილეობა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

17 მარტი 2022

2022 წლის 17 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა თორნიკე გელაძემ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „The Green Line of Maritime Business“.

თორნიკემ მოხსენება გააკეთა თემაზე „How Maritime Transport Affects on Enviroment“, მისის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა იყო.

საერთაშორისო კონფერენციის ბორდს ქონდა დაწესებული ნომინაცია საუკეთესო მოხსენება, რომელშიც თორნიკეს მოხსენებამ გაიმარჯვა.

კონფერენციაში მონაწილეობა 40-მდე სტუდენტმა მიიღო და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ.

კონფერენციის ორგანიზატორი ლიეტუვას საზღვაო აკადემია იყო და ის დედამიწის დღეს მიეძღვნა. შეგახსენებთ დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.