სიახლეები უკან

ნათია ლაბაძე - ქართველი მეზღვაური

14 ოქტომბერი 2023
2023 წლის 12 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა ნათია ლაბაძე - ქართველი მეზღვაური, რომელიც ერთადერთი მოქმედი ქართველი მეზღვაური ქალია, ვინც შორეულ ნაოსნობაში ჩართულ გემებზე მსახურობს. ის შეხვდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - კანცლერს ლალი ხვედელიძეს და რექტორის მეორე მოადგილეს გიორგი გაბედავას. 2015 წელს (18 ივლისი) 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ნათია ლაბაძე პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში და ავიდა გემზე, რომელზეც სამუშაოდაც აიყვანეს. გემი იყო , პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი. ეკიპაჟში ნათია ერთადერთი გოგო იყო. ამ გემზე მან 8 თვე იმუშავა. ამჟამად ნათია კაპიტნის უფროსის თანაშემწის პოზიციას იკავებს გემზე.