სიახლეები უკან

ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი 23.12.2020

23 დეკემბერი 2020
  132442981_4184133198263902_1509612805612134902_o.png ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი გაიარეს. სასერტიფიკატო კურსი ხუთი ვებინარისგან შედგებოდა, ის 2020 წლის 9 დეკემბერს დაიწყო და 23 დეკემბერს დასრულდა. ? კურსის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია ნატოს ისტორიაზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები. ? სასერტიფიკატო კურსი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი. ? ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს. ? კურსს მთელი საქართველოს მასშტაბით 200 სტუდენტზე მეტი ესწრებოდა. ? მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები