სიახლეები უკან

ონლაინ ფორუმი „IMLA 40 YEARS: Maritime Education For A Sustainable Shipping “ 08.12.2020

8 დეკემბერი 2020
130230747_4144079222269300_5483647625202987214_o.png   2020 წლის 8 დეკემბერს, საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციამ (IMLA) დაარსებიდან 40 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა ონლაინ ფორუმი „IMLA 40 YEARS: Maritime Education for a Sustainable Shipping “. ? ფორუმი გახსნა საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციის (IMLA) თავმჯდომარემ - Jin, YongXing. ასევე, აუდიენციას მიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა - Kitack Lim და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - Cleopatra Doumbia-Henry. ? ღონისძიებას დაესწრო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი - ლალი ხვედელიძე და ბნსუ-ს პერსონალი. ? ფორუმის ფარგლებში მიმოიხილეს ასოციაციის განვითარების ეტაპები ბოლო 40 წლის განმავლობაში; სადისკუსიო პანელის მუშაობის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს და შემოთავაზებულ იქნა პერსპექტივები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას საზღვაო განათლება მდგრადი გადაზიდვების უზრუნველსაყოფად და რა როლის შესრულება შეუძლია IMLA -ს მომდევნო ათწლეულებში. ? ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციას (IMLA) 40 წლის იუბილეს და მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.