ონლაინ საჯარო ლექცია „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ 25.05.2020

2020 წლის 25 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ გაიმართა.
ლექცია ჩაატარა Snap Fitness Georgia-ს პერსონალურმა ტრენერმა ლაშა მელაშვილმა.
დისტანციურ შეხვედრაზე განიხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა სწორი კვება, ძილისა და ვარჯიშის მნიშვნელობა ჯარმთელობისთვის.
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სპიკერმა დამსწრეების კითხვებს უპასუხა.
ონლაინ საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
