ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: "Lobs Coachng - პიროვნული გამორკვევა კრიზისში". 03.04.2020

2020 წლის 3 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით და Lobs Coaching-ლობსქოუჩინგის მხარდაჭერით, ბნსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის ჩატარდა პირველი ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: "Lobs Coachng - პიროვნული გამორკვევა კრიზისში".
ლექცია ჩაატარა პერსონალურმა და ბიზნეს-ქოუჩმა, კორპორაცია ქართ-ველის დამფუძნებელმა, კანტის აკადემიის ქოუჩმა და სპიკერმა, მარკეტერმა კახი ლობჟანიძემ.
ლექციის განმავლობაში სპიკერმა ისაუბრა შემდეგ თემებზე:
• როგორ ვიპოვოთ საკუთარი უპირატესობა;
• სტარტეგიულ მიზნების განსაზღვრა/განახლება;
• საკუთარი რესურსების მობილიზება;
• როგორ გავიფაროთოვოთ/განვიახლოთ ხედვა კრიზისში;
• თვითშეფასება-თავდაჯერებულობის ამაღლება
• ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა საკუთარ თავში;
• სტრესის გარდაქმნა მამოძრავეებლი ძალად;
• Self-მოტივაციის ამაღლება.
საჯარო ლექცია ონლაინ-პლათფორმა Zoom-ის გამოყენებით წარიმართა, მას ბნსუ-ს 50-მდე წარმომდაგენელი დაესწრო.
2020 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დაგეგმილი საჯარო ლექციები, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, წარიმართება გეგმიურად, ონლაინ-რეჟიმის გამოყენებით.

