ონლაინ-შეხვედრა ბნსუ-ს პარტნიორ დამსაქმებლებთან 25.08.2020

2020 წლის 25 აგვისტოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნიევრსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით, შედგა სამუშაო ონლაინ-შეხვედრა ბნსუ-ს პარტნიორ დამსაქმებლებთან. შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ბნსუ-ში შემუშავებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები ,,საზღვაო ნავიგაცია" და ,,გემის მექანიკა". პროგრამის თანახელმძღვანელებმა - ასისტენტ-პროფესორმა გიორგი გაბედავამ და უფროსმა მექანიკოსმა ბორის კვიკვინიამ გააცნეს საკრუინგო კომპანიების წარმომადგნელებს ინგლისურენოვანი პროგრამის სტრუქტურა, მიზნები, მათი განხორცილებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნ. მიქელთაძემ ისაუბრა პროგრამის შესაბამისობაზე ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
შეხვედრაში მონაწილე 11 საკრუინგო კომპანიის წარმომადგენელმა მოიწონა უნივერსიტეტის ინიციატივა ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით, პროგრამის შინაარსი და დინამიკა. დისკუსიისა და დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის შემდგომ, დამსაქმებლებმა დადებითად შეაფასეს ახლადშექმნილ პროგრამა და მისცეს მას განხორცილების რეკომენდაცია.

