ონლაინ ვებინარი „Crew Change Reality Webinar“ 29.04.2021
29 აპრილი 2021


2021 წლის 29 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრო ონლაინ ვებინარს „Crew Change Reality Webinar“.

ვებინარზე სპიკერებმა ისაუბრეს კოვიდ პანდემიის გამო მეზღვაურთა დასაქმებისა და რეპატრიაციის წინაშე წამოჭრილ გამოწვევებზე. ასევე, ყურადღება გამახვილებულ იქნა მეზღვაურის, როგორც „საკვანძო პროფესიის“ მნიშვნელობასა და როლზე თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობასა და საზღვაო გადაზიდვებში.

ვებინარი The Nautical Institute-ის მიერ იყო ორგანიზებული. ბნსუ, როგორც აღნიშნულის წევრი დაწესებულება მუდმივად მონაწილეობს ინსტიტუტის მეირ ორგანიზებულ აქტივობებში